საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ -მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, დიდი შესაძლებლობა რადგან საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას პირველად ხელმძღვანელობს.

საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, სიმბოლური გასაღები, საფრანგეთის მხრიდან სტრასბურგში გადაეცა. ჩვენმა ქვეყანამ, თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარა.

ორგანიზაციის მმართველ ორგანოს, მინისტრთა კომიტეტს,  უკვე მიმართა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. დავით ზალკალიანმა გამოსვლის დროს იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება. თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო, 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.