საქართველო - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა

საქართველო დღეიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარეა.

ქვეყანამ სტატუსი საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაიბარა. სტრასბურგის მთავარ მოედანზე საქართველოს დროშაა აღმართული, ქალაქის ქუჩებში კი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს. ორგანიზაციის მმართველ ორგანოს, მინისტრთა კაბინეტს უკვე მიმართა საქართველოს პირველმა დიპლომატმა. დავით ზალკალიანმა გამოსვლის დროს იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც თავმჯდომარეობის პერიოდში, ანუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა. თარიღი ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან 20 წლისთავს ემთხვევა. რა მოლოდინია ევროსაბჭოში და რა საკითხების აქტუალიზაციისთვის აპირებს ქართული მხარე მნიშვნელოვანი სტატუსის გამოყენებას.

„მოამბე“ სტრასბურგიდან, – სალომე ქოქიაშვილი მუშაობს ევროსაბჭოში.