ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს საქართვლოს იუსტიციის მინისტრი. ღონისძიების მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობაა. მაღალი დონის შეხვედრა ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები.