საქართველო ევროპის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს 

21:29, 10.02.2026

ზაფხულში საქართველო პრესტიჟულ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლებს. ივლისში ქვეყანაში, წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება. გადაწყვეტილება ლონდონში მიიღეს, სადაც ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო კონფედერაციის კონგრესი გაიმართა. შეჯიბრება ფოთში, მალთაყვის ოქროს ტბაზე 24-26 ივლისს გაიმართება. შეჯიბრებაში ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი