საქართველო ევროკავშირს შევსებულ კითხვარს გადასცემს

ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი დღეს ევროგაერთიანების ელჩს, კარლ ჰარცელს გადაეცემა. უკვე დაწყებულია მუშაობა დოკუმენტის მეორე ნაწილის შესავსებადაც, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა. დღესვე პრემიერ-მინისტრმა პირბადეებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებაც ისაუბრა.

ანა ბრძოლაძე იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციაში და ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დეტალებით, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – როდის გადაეცემა ბრიუსელს სრულად შევსებული კითხვარი საქართველოდან?