საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დიალოგის აღსადგენად ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და მმართველმა გუნდმა ევროპელ პარტნიორებთან რიტორიკა შეცვალოს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბრიუსელი „გაბუტვის რეჟიმშია“, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა საქართველოს „პროქსი“ ქვეყნად ქცევაზე.
უმრავლესობა ცალკეულ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს პოზიტიურ დინამიკად აფასებს, თუმცა, მათივე განცხადებით, ბრიუსელი სხვა ქვეყნებს საქართველოსთან კომუნიკაციაში ხელს უშლის.