საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები - შეფასებები

საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები, კვლავ მწვავე ურთიერთბრალდებების და განხილვის თემაა პოლიტიკურ პარტიებში.

გაფართოების ფორუმზე ჩვენი ქვეყნის არ მიწვევაზე, ასევე ევროკომისიის ანგარიშზე, რომლიც დეკემბერში გამოქვეყნდება შეფასებები კეთდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს ადანაშაულებს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხისთვის  უვიზო მიმოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპელი პარტნიორები  უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებენ. მმართველი გუნდი კი ბრიუსელის ნაბიჯებს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების დასჯის მცდელობას უწოდებს. გაფართოების ფორუმი ევროკომისიის ორგანიზებით ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება სლოგანით „კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა“. მას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი უმასპინძლებს. ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია და ღონისძიებაზე ქვეყნის წარმომადგენლობა მიწვეული არ არის. ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.