საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 

ასოცირებული სამეული ბრიუსელში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამი მონაწილე – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, – ევროკავშირს თანამშრომლობის ახალ ფორმატს სთავაზობს.

სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები ბრიუსელში ერთიანი ინიციატივებით არიან ჩასული. როგორ უნდა გაღრმავდეს სხვადასხვა სფეროში ევროკავშირთან ურთიერთობა, რა მოლოდინია წლის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ და როგორ უნდა დაჩქარდეს გაერთიანებაში იმ სამი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, რომლებსაც რუსეთის სახით საერთო გამოწვევა აერთიანებთ, – სწორედ ეს იყო ევროკავშირში გამართული მაღალი დონის შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. სამი ქვეყანა, რომელმაც ერთი თვის წინ ასოცირებული ტრიო დააფუძნა, თანხმდება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება და დაჩქარება ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე გადის. სამეულის დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთთან დიალოგის განახლებას აპირებს.

დატოვე კომენტარი