საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა

ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი საბოლოო მიზანი, ევროკავშირში გაწევრიანებაა“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საბოლოო სახლი ევროკავშირია და ამისთვის მუდმივად საჭიროა კონსოლიდაცია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.

მოამბე