საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და როგორ ემზადება სახელმწიფო ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ამ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით 11-ე სხდომაზე. სხდომას ევროპარლამენტარი მანია კალიურანდი და კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამუშაო პროცესს და რომ უმრავლესობა და ოპოზიცია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხზე ერთობლივად უნდა მუშაობდეს.