საქართველო-ევროკავშირის დიალოგი გადაიდო - გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებას ეხმაურება. „გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ. მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგვეშლება. სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს,“ – წერს შალვა პაპუაშვილი. საკითხს აფასებენ სხვა პოლიტიკოსებიც.