საქართველო-ევროკავშირი - ასოცირების შეთანხმების ანგარიში

ქართული პოლიტიკური სპექტრი ამჯერად ევროპარლამენტში მომზადებულ დოკუმენტზე დავობს.

პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი ხდება ანგარიში, სადაც საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესია შეფასებული. ნახსენებია რვა მარტის შეთანხმებაც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გარკვეული შესწორებებით დამტკიცებული დოკუმენტის ტექსტი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა პრეს-რელიზში საუბარია მოახლოებული არჩევნების წინ მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ავტორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ბოლო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზეც მიუთითებენ. დოკუმენტს სესიაზე სექტემბერში უნდა უყარონ კენჭი, მანამდე კი თბილისში იმაზე დავობენ, ნახსენებია თუ არა ანგარიშში გიორგი რურუა.