საქართველო „ევროჯასტის“ წევრი გახდება

ოთხწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკავშირის იუსტიციის ერთიან უწყებასა და ქართულ მხარეს შორის ხელშეკრულებას, ხელი დღეს მოეწერება.

ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა. ასევე ქართული მხარის განცხადებით, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან დაახლოებას და ერთიანი საკანონმდებლო სივრცის შექმნას.

გიორგი კობერიძე დეტალებით.