საქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალშია!

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს.

ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთის ნაკრებს „პაიჭაძე არენაზე“, 26 მარტს უმასპინძლებს.