საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებენ ესპანეთში გახსნილად გამოცხადებულ დანაშაულებრივ სქემაში.
მადრიდი, ვალენსია, გვადალახარა და ალიკანტე- სპეცოპერაცია ესპანელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საქმის გასახსნელად ერთი წლის განმავლობაში კოორდინირებულად მოქმედებდნენ. გამოძიების ცნობით, ქვეყანაში მოქმედი ორი შტო სახლების გაქურდვით და ნაქურდალი ნივთების რეალიზაციით იყო დაკავებული.
დანაშაულებრივი დაჯგუფება და 27 გაქურდული ბინა – სპეცოპერაციის დეტალები რეზი ხუციშვილის რეპორტაჟში.