საქართველო - ესპანეთი პირველ არხზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან შესახვედრად ემზადება. მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20 საათზე დაიწყება. ჩვენი ნაკრები ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის მოლოდინშია. ემზადებიან გულშემატკივრებიც. მართალია შეზღუდული რაოდენობით, თუმცა მაყურებელი დღეს ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნებიდან მაინც გაამხნევებს. პირდაპირ ტელერეპორტაჟს შეგიძლიათ თვალი პირველ არხზე მიადევნოთ.

ლევან ღუდუშაური განაგრძობს საუბარს.

საქართველო-ესპანეთი საქართველოს პირველ არხზე – რევანშისა და მეორე სენსაციის იმედად #1TVSPORT