საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ მიღებაზე გაკეთდა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და რეგლამენტის შესაბამისად, 2025 წელს პირველად არის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ენერგეტიკული გაერთიანება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად.