საქართველო მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ახლო აღმოსავლეთში ეცნობიან – ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად დუბაიში 33 ქართული ტურისტული კომპანიაა და სასტუმროა წარმოდგენილი. ადგილზე მოწყობილია ქართული სტენდიც, სადაც გამოფენის სტუმრებს გამორჩეული ტურისტული ლოკაციებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. პარალელურად იმართება შეხვედრები საერთაშორისო მედიის, კომპანიებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მიზანი ახალი ბიზნესკავშირების დამყარება და გლობალურ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციაა.