საქართველო - დიდი ბრიტანეთი

ამოქმედდება თუ არა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უვიზო რეჟიმი. თემა აქტუალური ლონდონში დღეს ხელმოწერილმა დოკუმენტმა გახადა.

გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელმაც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა სფერო უნდა მოიცვას.

იგულისხმება ყველა ის მიმართულება, რომელიც დიდ ბრიტანეთს, როგორც ევროკავშირის ჯერ ისევ წევრ ქვეყანას საქართველოსთან 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით აკავშირებდა.

მმართველი გუნდი ლონდონთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების უფრო გაძლიერებას ელოდება. ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს, უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი გაააქტიუროს.