საქართველო დღეს კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

ქვეყანა უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში დახურული მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა. ღონისძიებას ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ ჟურნალისტები. მედიისთვის მასალა და განცხადებები პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

სასახლეში შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა. მოუსმინეს პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომელმაც ყურადღება რუსულ აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე გაამახვილა.

პრეზიდენტის სასახლეში გაკეთებული განცხადებებით მარიამ მენაბდე შემოგვიერთდება.