საქართველო-დანია პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები „თბილისი არენაზე“ დღეს პრინციპულ მატჩს გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში ბოლოს წინა შეხვედრას დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეექვსედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. შეხვედრა 20:50 საათზე დაიწყება. მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. მატჩის დაწყებამდე რამოდენიმე საათი რჩება და თბილისის არენაზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნინო გაბელია.