საქართველო-დანია 89:60
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია 89:60 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. დანია საქართველოს პირველივე ტაიმში ჩამორჩა და ჩვენი გუნდი დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი – სხვაობა იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო 15-მა წუთმა ფორმალური სახე მიიღო. ჯგუფის მომდევნო ორი მატჩი ივლისში გაიმართება: 2 ივლისს საქართველოს ნაკრები უკრაინას ლატვიაში დაუპირისპირდება, 5 ივლისს კი – ესპანეთს თბილისში უმასპინძლებს. ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილი მატჩს პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.