საქართველო და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ

ევროსაბჭოს მინისტერიალის მასპინძლობამდე საქართველო რუსული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვას ცდილობს.

სტრასბურგში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ამ წუთებში საქართველოს, უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინიციატივაზე მსჯელობენ. საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ინიციტივის ავტორები საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაციის უფლებების შეზღუდვას ითხოვენ. რუსი დეპუტატები არგუმენტებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

როგორია წინასწარი განწყობები და ექნება თუ არა ინიციატივას საკმარისი მხარდაჭერა, – ნოდარ ჩაჩუა სტრაბურგიდან.

დატოვე კომენტარი