საქართველო და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე დებატები გაიმართება.

საქართველოს თაოსნობით ინიცირებული წინადადება რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით სესიაზე გადის განსახილველად. დებატებისთვის ემზადებიან ქართული და უკრაინული დელეგაციები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის გასვლის შანსი დაბალია, ინიციატივის ავტორი დელეგაციების წარმომადგენლები დღევანდელ დღეს პოლიტიკური პროტესტის დაფიქსირებისთვის მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. დღევანდელი დებატებისთვის ემზადება რუსული დელეგაციაც.

ნოდარ ჩაჩუა ესაუბრა როგორც ქართულ-უკრაინული, ასევე რუსული დელეგაციის პირველ პირებს.

დატოვე კომენტარი