სწორედ „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის მართვა და პროცესში ლუგარის ლაბორატორიის როლი იყო დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ონლაინკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პირველი დიპლომატის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ამერიკის ელჩისა და ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა.
ბუნებრივია, საუბარი შეეხო აგვისტოს ომის მძიმე შედეგებს და რუსეთის მიერ დღემდე იგნორირებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რა დროსაც მოსკოვის მისამართით საკმაოდ მწვავე გზავნილები გაჟღერდა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პუნქტების შესასრულებლად, რუსეთზე ზეწოლის გაორმაგებაა საჭირო.
ანა ბროლაძე ადევნებდა თვალს ონლაინკონფერენციას.