საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა – ელჩის განცხადება
ჩინეთის ეკონომიკური შესაძლებლობები თანამედროვე სამყაროში, ქვეყნის როლი გლობალურ მშვიდობასა და განვითარებაში, ინსტიტუციური მოწყობა და მმართველობა – კომუნისტური პარტიის მმართველობის 105 წლის თავზე – ამ სახელწოდების სემინარს უმასპინძლა ჩინეთის საელჩომ. ღონისძიების მთავარი მომხსენებელი ჩინეთის ელჩი, იყო. დიპლომატმა ჩინეთის მიღწევებზე საუბრის გარდა, ჟურნალისტებთან ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზეც უპასუხა შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი, ყოვლისმომცველი შეთანხმება, სხვადსხვა სფეროს მოიცავს და ამ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობაც უწყობს ხელს.