საქართველო ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე

21:53, 05.11.2026

ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა – ჩინეთში იმპორტის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. უმსხვილეს ფორუმზე საქართველო ათეულობით კომპანიით და სამი პავილიონით არის წარმოდგენილი. სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ჩინელ იმპორტიორებსა და მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, წვენებს, ნატურალურ თაფლს, თხილსა და სხვა აგრო პროდუქტებს. შანხაიში იმყოფება საქართველოს ვიცე პრემიერი. ეკონომიკის მინისტრი გამოფენის გახსნას ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაესწრო. შედგა შეხვედრაც. კოლეგებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთოების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.

მსგავსი