საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობა

თბილისში, საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეცხრე სხდომა გაიმართა. განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.