საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა – სტრატეგიული პარტნიორობა და ღრმა ეკონომიკური კავშირები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა და ბრიფინგი გამართეს. „საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით გაიხსნა მყარი ურთიერთობის ახალი თავი, საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საქართველო კვლავ ადასტურებს მყარ ვალდებულებასა და მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ბრიფინგზე ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთი და საქართველო გახდნენ გულწრფელი პარტნიორები და მზად არიან გააღრმაონ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, რაც ასევე სავაჭრო თანამშრომლობას მოიცავს.
შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე