საქართველო-ჩინეთი – ერთობლივი პროექტები
საქართველოს განათლების მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
გივი მიქანაძემ სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განახლების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც 2001 წელს გაფორმდა, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა 2026 წელს დაიწყება.