საქართველო ჩეხეთიდან ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

გაცნობითი ტური საქართველოში თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით ტარდება. ინფო ტურის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩეხი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც ჩეხეთიდან საქართველოში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტურისტული ნაკადების მოზიდვის და ტურისტული პაკეტების თემები განიხილეს. ჩეხი ტუროპერატორები დაინტერესდნენ სათავგადასავლო, გასტრო და ღვინის ტურიზმით. ჩეხეთიდან ექვსი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა თბილისისა და მცხეთის მონახულების შემდეგ კახეთში წინანდალი, ხოლო შიდა ქართლში უფლისციხე დაათვალიერა. ტუროპერატორები საქართველოს კულტურულ, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს გაეცნენ.