რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის წინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა უკვე გამართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს სამი საკვანძო მოთამაშე აკლია – ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. დანაკლისია ბულგარეთის ნაკრებშიც. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.