საქართველო BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა გადმოიბარა საქართველომ მომდევნო 6 თვით. თბილისს ვიზიტით ბისეკ-ის თავმჯდომარე სტუმრობს. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლსა და ქვეყნის თავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გეგმებსა და სტრატეგიაზე. პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტები რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობა იქნება, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა. ამ დროისთვის ბისეკ-ის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს.

ერთობლივი კონფერენცია