საქართველო - ბელარუსი პირველ არხზე

ისტორიული მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“.

საქართველოს ნაკრები დღეს ბელარუსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102.3-ზე განხორციელდება.

გუნდებმა გუშინ წინასამატჩო ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი შანსებს თანაბრად აფასებს. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

როგორია წინასამატჩო განწყობა, ამას დავით ბანანაშვილი გაგვაცნობს.