საქართველო-აზერბაიჯანის შეთანხმება
აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. შეთანხმება ასევე მოიცავს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანულ კომპანია სოკართან. დოკუმენტით განსაზღვრულია აღნიშნული მილსადენის არამარტო ფუნქციონირების და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნება, არამედ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ოპერირების საკითხი. ამასთანავე, კომპანია სოკართან გაფორმდა პირდაპირი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლების გარეშე განხორციელდება.