საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 150 000 დოზას მიიღებს

ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტიის მიღებამდე დღეები რჩება. ვაქცინაციის მეორე ეტაპი კი დიდი ალბათობით მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება. კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დოზები 150 000 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. პირველი ეტაპის მსგავსად, მეორე ეტაპზეც აიცრებიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ასევე მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები და სხვა რისკ-ჯგუფები. სწორედ ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვაში, პერსონალის გადამზადებასა და სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვაში საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებს, ევროკავშირი დაეხმარება.