საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების პერსპექტივა

21:21, 03.04.2026

რა შეიცვლება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ. შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში უმაღლეს დონეზე პირველი კომუნიკაცია ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინს უჩენს. ქართული მხარის დიდი სურვილია წარსულში სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები გადაიტვირთოს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, იგივე სურვილი ამერიკულ მხარესაც აქვს, თუმცა მიხეილ ყაველაშვილის თქმით, წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა და დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერის სატელეფონო კომუნიკაცია, ორი ქვეყნის ურთიერთობების მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადასვლად განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი შტატებისგან ურთიერთობის გადატვირთვისკენ მიმართულ ნაბიჯებს მიმდინარე თვეში ელოდება.

მსგავსი