საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების პერსპექტივა

15:09, 06.04.2026

აპრილში საქართველოში დაგეგმილი ამერიკის დელეგაციის ვიზიტი და მხარეებს შორის კომუნიკაციის გააქტიურების შესაძლებლობა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია. ისინი პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო კომუნიკაციაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ აპრილში დაგეგმილი ვიზიტის დროს ისინიც აქტიურად იქნებიან ჩართულები დისკუსიებში ამერიკულ მხარესთან.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის ცნობით, ამერიკა აპრილში გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას თბილისში, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

მსგავსი