საქართველოს ხელისუფლების მორიგი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციას – გადაიტვირთება თუ არა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. დონალდ ტრამპის მიერ, პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილმა წერილმა თემა კიდევ ერთხელ გააქტიურა.
სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა სენატორ სტივ დეინისთან შეხვედრაზეც. ირაკლი კობახიძემ შტატებს ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება ახალი გზამკვლევით შესთავაზა. ხელისუფლების გეგმებს სერიოზულად არ აღიქვამენ ოპოზიციაში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკასთან მჭიდრო კავშირების აღდგენა გარკვეული პოლიტიკური პირობების შესრულებით არის შესაძლებელი – საუბარია ხელახალ არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ობიექტურ გამოძიებაზე.
რა შეიცვლება რეალურად ორი ქვეყნის ურთიერთობაში და როგორი იქნება მხარეთა მომდევნო ნაბიჯი – ლიზი ჩიმჩიურის რეპორტაჟი.