საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივა

12:11, 07.04.2026

საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობა პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია. ამის დასტურად, მმართველი გუნდის წევრებს, შეერთებულ შტატებში ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები და პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყვათ. ოპოზიციაში კი – დარწმუნებულები არიან, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ხელისუფლება ურთიერთობებს ვერ დაალაგებს. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე აპრილში საქართველოში ჯგუფის გამოგზავნას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სიღრმისეულად შეისწავლის.

მსგავსი