საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები 

საქართველო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა. ვიზიტი მაისშია დაგეგმილი. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. არსებული ინფორმაციით, დეპარტამენტის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.