საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

15:04, 19.07.2026

გადაიტვირთება თუ არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები – დონალდ ტრამპის წერილი და მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ვაშინგტონში, მმართველი გუნდისთვის სწორედ ამ მოლოდინს ქმნის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ წერილში მნიშვნელოვანი გზავნილებია, რომლებიც აშკარად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას, ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი წერილში მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას.

მსგავსი