საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე

ცალკეული კონგრესმენების კრიტიკის ფონზე ცნობილ ამერიკულ გამოცემაში საქართველოს მხარდამჭერი სტატია ქვეყნდება.

პუბლიკაციის ავტორი ცნობილი ამერიკელი მკვლევარია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის სანდო და განსაკუთრებულ მოკავშირედ მიიჩნევს და ვრცლად საუბრობს იმ როლზე, რომლის შესრულება საქართველოს შეუძლია. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საქართველოს წვლილზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტატია მნიშვნელოვან გზავნილებს მოიცავს რუსეთის მიმართ და ნატო-ში გაწევრიანების კუთხითაც. იანუშ ბუგაისკი ახსენებს უახლოეს პერიოდში ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების დაგეგმილ ვიზიტებსაც.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სტატია არაერთგვაროვნად შეფასდა.