საქართველო - აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი

თბილისში ვიზიტით მყოფ კონგრესმენთა დელეგაციასთან და ამერიკის საელჩოსთან ერთად, საქართველო – ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 30-ი წლისთავი აღინიშნა ორბელიანების სასახლეში. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამოიფინა პროკუდინ გორსკის მიერ საქართველოში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1944 წლიდან კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. ასევე წარმოდგენილი იყო 90-იანი წლების ის შეთანხმებები, რომლის საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და საელჩო გაიხსნა. მანამდე კი, დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ, შემდეგ კი სენატორებმა და სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. სენატორები აცხადებენ, რომ საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამერიკელმა კანონმდებლებმა იმ ქმედებებზეც ისაუბრეს, რომლებიც საქართველომ ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.