საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები 

საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკა – ამ მიმართულებზე გაიმართა მსჯელობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. მოუსმინეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, შუა დერეფნის კონტექსტში ჩვენი ქვეყნის როლს და საქართველოში არაბული ინვესტიციების მნიშვნელობას. მოხსენების შემდეგ კომიტეტის სხდომა დაიხურა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.