საქართველო ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე
კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის. ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა ღვინომ და აგრო პროდუქციამ ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
კერძო სავაჭრო ნიშნის გამოფენაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის და ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების საშუალება მიეცათ. უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით კომპანია მონაწილეობს.