საქართველო-ამერიკის ურთიერთობები
ამერიკული მხარე აპრილში გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი უკვე მიმდინარეობს და დასტურად რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია მოჰყავთ. „ქართული ოცნება“ ურთიერთობების განახლებისთვის მზადაა, თუმცა, როგორც ამერიკასთან, ისე სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან პარტნიორობის მთავარ პირობად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ასახელებს.