საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით, მთავრობების სტრატეგიასა და გეგმებზე.

საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება დადებითად შეფასდა.

შეხვედრას საქართველოსა და შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის მონაწილეებისთვის, საქართველოს საელჩომ მიღებას უმასპინძლა, რომელსაც ვაშინგტონში მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის 2018 წლის ქართველი მონაწილეებიც ესწრებოდნენ.