საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა 21 მაისს გაიხსნება

უკვე ხვალიდან საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა ოფიციალურად გაიხსნება, რასაც პრემიერი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან ერთად გახსნის.

სამუშაო ვიზიტით პრემიერ-მინისტრი ამერიკას 21-23 მაისი ჩათვლით ეწვევა. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან.

23 მაისს, პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებასაც დაესწრება, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, „შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში” გაიმართება.