საქალაქო სასამართლოს განაჩენის მოლოდინში
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე გამოცხადდება. როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პოზიცია ცნობილია, ის სასამართლოს და მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს, რის გამოც, სხდომაზე არ გამოცხადდება და არც მისთვის მინიჭებული საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი 8 პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.